შენგელიამ 18 ქულა ჩააგდო - ვირტუს ბოლონია იტალიის თასის ფინალშია
იტალიის თასის 1/2-ფინალში „ვირტუს ბოლონიამ“ შინ „ტორტონა“ 90:65 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
გამარჯვებულთა სასტარტო ხუთეულში მოთამაშე თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 19 წუთი გაატარა. მის აქტივში 18 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასია. საქართველოს ნაკრების კაპიტანზე მეტი ქულა მხოლოდ მარკო ბელინელის ანგარიშზეა, 36 წლის კალათბურთელმა 20 ქულა ჩააგდო.
"Si muovono tutti come un orologio" cit. @mariocastelli ⌚
— Eurosport IT (@Eurosport_IT) February 18, 2023
Shengelia realizza sull'assist di Teodosic ????????????
EurosportBasket | #LBAF82023 | @VirtusSegafredo pic.twitter.com/uUxm8LtYBt
იტალიის თასის ფინალში „ვირტუს ბოლონიას“ მეტოქე „ბრეშასა“ და „პეზაროს“ შორის გამარჯვებული იქნება. „ვირტუს ბოლონიას“ 2002 წლის შემდეგ იტალიის თასი არ მოუგია და მიმდინარე სეზონში თასის მეცხრედ მოგების რეალური შანსი აქვს.
შეგახსენებთ, ქართველი კალათბურთელის გუნდმა მეოთხედფინალური დაპირისპირება „ვენეციას“ წინააღმდეგ გამართა და 82:68 მოიგო, რაშიც დიდი წვლილი თორნიკემ შეიტანა. მან პარკეტზე 27 წუთი დაჰყო, მის აქტივში 19 ქულა, 5 მოხსნა (1 მეტოქის ფარზე) და 1 შედეგიანი გადაცემა იყო. შენგელიამ 10-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.