გიორგი ჩაკვეტაძე, ვლადიმირ ვაისი, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა
Aa
Aa

ჩაკვეტაძე ინერტული იყო - სლოვანი მარცხს გადაურჩა

სლოვაკეთის ფორტუნა ლიგაში ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი ბრატისლავას „სლოვანი“ მარცხთან ახლოს იყო, საკუთარ კედლებში „ბანსკა ბისტრიცასთან“ პირველი ტაიმის შემდეგ 0:2 მარცხდებოდა, თუმცა 75-ე და 90-ე წუთებზე გატანილი გოლებით ქართველების გუნდი მარცხს გადაურჩა (2:2).

ვაისმა გიორგი ჩაკვეტაძე და გურამ კაშია სასტარტოში ათამაშა. „დუნაისკა სტრედასთან“ გამართული მატჩისგან განსხვავებით, სადაც „ჩაკვემ“ ფანტასტიკური საგოლე გადაცემა შეასრულა, „ბანსკა ბისტრიცასთან“ ინერტული იყო, შეტევების გამწვავებაში არ მონაწილეობდა, დრიბლინგის განხორციელება უჭირდა და საკვანძო გადაცემაც არ შეუსრულებია. სწორედ ამიტომ, მეორე ტაიმში ვლადიმირ ვაისმა შეცვალა და თამაშში ჯაბა კანკავა ჩართო, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩაკვეტაძის მოედანზე ყოფნისას „სლოვანის“ სხვა შემტევები სიმწვავითა და ეფექტიანობით არ გამოირჩეოდნენ.

გაშვებულ გოლებში „სლოვანის“ მცველები შეცდნენ, თუმცა მათ შორის გურამ კაშია არ ყოფილა, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გაშვებული გოლებისას არ შემცდარა.

20 ტურის შემდეგ „სლოვანი“ 43 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან „დუნაისკა სტრედას“ მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლობჟანიძე პირლოსთან იმუშავებს - ჰატაისპორმა ქართველი გაანათხოვრა
ლობჟანიძე პირლოსთან იმუშავებს - ჰატაისპორმა ქართველი გაანათხოვრა