Gazzetta dello Sport: კვარა და ოსიმენი მარადონა-კარეკას დუეტს გვახსენებს
იტალიური Gazzetta dello Sport-ი კვარაცხელიასა და ოსიმენის დუეტზე წერს და მათ ლეგენდარულ მარადონა-კარეკას დუეტს ადარებს.
„შეუძლებელია კვარაცხელიასა და ოსიმენის შემხედვარე დიეგო და კარეკა არ გაგახსენდეს. დღეს, იტალიაში ასეთი დუეტი არავის ჰყავს. ევროპაშიც კი, მათი კონკურენტების დათვლა ერთი ხელის თითებით არის შესაძლებელი“.
- წერს გაძეტა.
ხვიჩას ჯადოსნური გოლი გამოარჩია Corriere dello Sport-მა:
„13 წუთის შემდეგ ყველა ფეხზე დგას. გამორჩეული სლალომი და ბილიარდის სიზუსტით შესრულებული დარტყმა. მე-10 გოლი სერია A-ში და 12 სეზონში. ეს არის ტექნიკის, პროგრესისა და სიჩქარის ჰიმნი. ის ქმნის სახიფათო მომენტებს და შანსებს, შემდეგ ბრუნდება და მარცხენა მცველს ეხმარება. ეს არის შოუ“.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია საქართველოს ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ტოპ 5 ლიგაში 10 გოლის გატანა შეძლო. აქამდე საუკეთესო შედეგი გია გურულს (9 გოლი ლიგა 1-ში) და ალექსანდრე იაშვილს (9 გოლი ბუნდელიგაში) ჰქონდათ.