ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

თოფურია: „მომდევნო ჩხუბი მსუბუქ წონით დივიზიონში, ტოპ 15-ის წევრთან მექნება“

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია WEB POSITER-ის პოდკასტში იყო მიწვეული და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „ელ მატადორმა“ მოულოდნელი განცხადება გააკეთა და მომდევნო ბრძოლის ჩატარების სავარაუდო თარიღი და წონითი დივიზიონი დაასახელა.

„ჩემს მომდევნო ორთაბრძოლასთან დაკავშირებით დაზუსტებული არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, მაისში დავბრუნდები და მსუბუქ წონით დივიზიონში ვიჩხუბებ. არ მგონია, ეს ესპანეთში მოხდეს და ჩემი მეტოქე მსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ის წევრი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ ილია ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ის წევრია და მე-9 ადგილს იკავებს. მსუბუქ წონით დივიზიონს რაც შეეხება, იქ პედი პიმბლეტი გამოდის, რომელთანაც „ელ მატადორს“ ბრძოლა ძალიან უნდა, თუმცა ლივერპულელი ტოპ 15-ში არ იმყოფება და მისი კანდიდატურა გამოირიცხა.

როგორც მოგეხსენებათ, UFC 282-ის ეგიდით გასამართი ბრძოლისწინა პრესკონფერენციაზე პიმბლეტისა და თოფურიას დაპირისპირება ვიხილეთ. ლივერპულელმა „ელ მატადორს“ „ხელის სადეზინფექციო ხსნარი“ და „ესპანური სოსისი“ უწოდა, რის შემდეგაც ილია მასზე გაიწია, თუმცა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა შეაჩერეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტყუილია, გუარდიოლასთან არ მიჩხუბია“ - კანსელუმ სიტიდან წასვლაზე ისაუბრა
„ტყუილია, გუარდიოლასთან არ მიჩხუბია“ - კანსელუმ სიტიდან წასვლაზე ისაუბრა