ხვიჩა კვარაცხელია, მოსკოვის ლოკომოტივი, იან დიურიცა
Aa
Aa

„ხვიჩა ლოკომოტივის საუკეთესო პროდუქტია“ - იან დიურიცა

მოსკოვის ლოკომოტივის ყოფილმა მცველმა, იან დიურიცამ რუსულ მედიასთან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის „ლოკომოტივის“ საუკეთესო პროდუქტია.

რას ამბობს დიურიცა:

ხომ ხედავთ როგორ თამაშობს ხვიჩა „ნაპოლიში“? ის ნამდვილად არის „ლოკომოტივის საუკეთესო პროდუქტი.

თუ კვარაცხელია თამაშს იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს, სეზონის ბოლოს აუცილებლად გადავა სხვა გუნდში. მისით ბევრი ევროპული გრანდია დაინტერესებული.

ღმერთმა ქნას, რომ „ლოკოს“ ქართულმა პროდუქტმა დიდ წარმატებას მიაღწიოს და უფრო ძლიერ გუნდში გადავიდეს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის „ლოკომოტივში“ 2019 წელს, იჯარის წესით თამაშობდა, 2019-2022 წლებში კი ყაზანის „რუბინის“ ღირსებას იცავდა.

ქართველი ფეხბურთელი „ნაპოლის“ 2022 წლის ივლისში შეუერთდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯუღელი: ხვიჩასთვის ნეაპოლი სახლია, იტალიაში სხვაგან არასდროს ითამაშებს
ჯუღელი: ხვიჩასთვის ნეაპოლი სახლია, იტალიაში სხვაგან არასდროს ითამაშებს