სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილი G ლიგის ALL STAR-ზე ითამაშებს

„მილუოკი ბაქსისა“ და საქართველოს ნაკრების კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი NBA-ს განვითარების ლიგაში (G) ყველა ვარსკვლავის მატჩში მიიღებს მონაწილეობას.

23 წლის ქართველმა მძიმე ფორვარდმა ტრავმირებული ჩარლზ ბესი ჩაანაცვლა.

სანდროს აქამდე Next Up Game-ში (ყველა ვარსკვლავის მატჩი) არასდროს უთამაშია.

მოთამაშეთა სიას ქომაგები და ლიგა ირჩევს. 24-დან 10-ს გულშემატკივართა ხმები წყვეტს. დარჩენილ 14-ს კი ლიგა ასახელებს. გუნდების კაპიტნებად ლუკა გარზა და სკუტ ჰენდერსონი იქნა არჩეული. მამუკელაშვილი გარზას გუნდში იქნება.

G ლიგის ვარსკვლავების მატჩი NBA-ს ALL STAR-ის უიქენდზე (19 თებერვალი) გაიმართება, რომელსაც იუტა უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილი „ვისკონსინ ჰერდის“ ღირსებას იცავს, რომელიც „მილუოკი ბაქსის“ ეკუთვნის. მოთამაშეები, რომლებიც NBA-ში შესაბამის დროს ვერ იღებენ, პრაქტიკისთვის G ლიგაში მიდიან. სანდრო კი იქ თავის გამოჩენას თითქმის ყოველ ჯერზე ახერხებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯუღელი: ხვიჩასთვის ნეაპოლი სახლია, იტალიაში სხვაგან არასდროს ითამაშებს
ჯუღელი: ხვიჩასთვის ნეაპოლი სახლია, იტალიაში სხვაგან არასდროს ითამაშებს