ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

მორიგი ტრავმა - კიტეიშვილს რამდენიმე კვირა გაუცდება

საქართველოს ნაკრების და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ტრავმირებულია. ინფორმაციას ავსტრიული კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი ავრცელებს.

დაზიანების გამო კიტეიშვილი „შტურმს“ უახლოეს რამდენიმე მატჩში ვერ დაეხმარება. საუბარია ბარძაყის კუნთის ტრავმაზე.

წყაროს თანახმად, კიტეიშვილმა მკურნალობის კურსი უკვე დაიწყო და მას რამდენიმე კვირა გაუცდება. სავარაუდოდ, ქართველი შუახაზელი მარტის ბოლოს ნორვეგიის ნაკრებთან მატჩამდე მწყობრში იქნება.

კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში 9 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა შეძლო, ასევე 1 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ევროპა ლიგაზე კი 5 თამაშში 1 გოლის გატანა შეძლო. რაც შეეხება „შტურმის“ 17 ტურის შემდეგ, 36 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფება.

საქართველოს ნაკრები 25 მარტს ამხანაგურ შეხვედრაში ბათუმში მონღოლეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 28 მარტს კი ასევე ბათუმში, უკვე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კვარა, მესი, ფელიქსი და სხვები - The Athletic-ის ექსპერტებმა ხვიჩა გამოარჩიეს
კვარა, მესი, ფელიქსი და სხვები - The Athletic-ის ექსპერტებმა ხვიჩა გამოარჩიეს