ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

ჩავი: დიდებული მატჩი გველის, ტენ ჰაგმა იუნაიტედი შეცვალა

ევროპა ლიგის 1/16-ფინალური სტადიის ცენტრალური დაპირისპირება „ბარსელონასა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის შედგება. მატჩამდე ჩავიმ პრესასთან ისაუბრა და მეტოქის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

„ხვალ დიდებული მატჩი გველის. ორივე გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია. ტენ ჰაგმა მანჩესტერ იუნაიტედი შეცვალა. ისინი ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან და მათ ნებისმიერი გუნდისთვის საქმის გართულება შეუძლიათ.

ეს ევროტურნირია და შევეცდებით ჩვენი დონე ვაჩვენოთ.

თუ, რაიმე სასწაული არ მოხდა, ამ დაპირისპირების ბედი ოლდ ტრაფორდზე გადაწყდება.

ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის დონეზე არ ვიყავით, ახლა კი დროა ევროპა ლიგაზე ვითამაშოთ.

მეტოქის მხრიდან რაშფორდს გამოვარჩევ, ის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მოთამაშეა. მას შესაბამისი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან ერთ-ერთზე კარგად თამაშობს.

დე იონგი და მანჩესტერი? ფრენკი ჩემთან გულწრფელი იყო, ვისაუბრეთ და მან ყველაფერი ამიხსნა. მას დარჩენა სურდა. ის კარგი ფეხბურთელია და მოხარული ვარ, რომ ჩვენთან თამაშობს.

მე მანჩესტერში? დიახ, ამის შანსი ადრე იყო. შემოთავაზება მქონდა და ვფიქრობდი კიდეც, თუმცა საბოლოოდ ბარსელონაში დარჩენა გადავწყვიტე“.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ „მანჩესტერის“ დაპირისპირება ხვალ 21:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლობოტკა: „გუნდში უცნობი ფეხბურთელები მოვიდნენ, ჩვენი არავის სჯეროდა“
ლობოტკა: „გუნდში უცნობი ფეხბურთელები მოვიდნენ, ჩვენი არავის სჯეროდა“