ილიას ზუროსი
Aa
Aa

შემადგენლობა ცნობილია - როგორია ზუროსის არჩევანი ისტორიული მატჩისთვის

23 და 26 თებერვალს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ დასკვნით მატჩს გამართავს.

ილიას ზუროსის გუნდი ჯერ ნიდერლანდებს, სტუმრად შეხვედბა, შემდეგ კი თბილისი არენაზე, ისტორიულ შეხვედრაში ისლანდიის ნაკრებს დაუხვდება. ისტორიულში იმიტომ, რომ ამ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი კალათბურთელები ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებენ

ცოტა ხნის წინ, FIBA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა გამოქვეყნდა:

თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, რატი ანდრონიკაშვილი, დუდა სანაძე, გივი ბაქრაძე, თად მაკფადენი, გიორგი ცინცაძე, ბექა ბექაური, მიხეილ ბერიშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, ბექა ბურჯანაძე, კახაბერ ჯინჭარაძე, გიორგი კორსანტია და ილია ლონდარიძე.

შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს, ნიდერლანდებს და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება, 26 თებერვალს კი საქართველოს და ისლანდიის ეროვნული გუნდების მატჩი 20:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინმა 10 ქულა ჩააგდო - ტენერიფემ 70 ქულით მოიგო
შერმადინმა 10 ქულა ჩააგდო - ტენერიფემ 70 ქულით მოიგო