შერმადინის მორიგი ტიტული - ტენერიფე საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებულია
გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებული გახდა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა საჩემპიონო მატჩში ბრაზილიური სან პაულო დამაჯერებლად, 89:68 დაამარცხა და ისტორიაში თასს მესამედ დაესაკუთრა.
გიორგი შერმადინმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 11:36 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა 10 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი შერმადინის თანაგუნდელი, ბრუნო ფიტიპალდო გახდა, რომელმაც 15 ქულა მოაგროვა. ამდენივე ქულა ჰქონდა სასუ სალინსაც.