ისლამ მახაჩევი, ალექსანდერ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

UFC: მახაჩევმა ვოლკანოვსკი დაამარცხა და ტიტული დაიცვა

ავსტრალიაში UFC 284-ზე, მსუბუქი წონაში სატიტულო ბრძოლაში ერთმანეთს დაღესტნელი ისლამ მახაჩევი და ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაუპირისპირდნენ.

ბრძოლა 5 რაუნდს გაგრძელდა და საბოლოოდ არბიტრთა გადაწყვეტილებით (48-47, 48-47, 49-46) მახაჩევის გამარჯვებით დასრულდა.

რაც შეეხება უშუალოდ ბრძოლას, პირველი სამი რაუნდი მახაჩევმა უკეთ ჩაატარა და მეტოქეს თავისი საბრძოლო სტილი თავს მოახვია, თუმცა ვოლკანოვსკი თავს კარგად იცავდა და შეტევაზე გადასვლასაც ახერხებდა.

ავსტრალიელმა ტემპს ბოლო ორ რაუნდში მოუმატა და მეტოქეს რამდენიმე დარტყმაც მიაყენა, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა და არბიტრებმა ერთსულად გამარჯვებულად მახაჩევი გამოაცხადეს.

ჯამში ბრძოლა შედგა და ორივე მებრძოლმა თავი ღირსეულად წარმოადგინა. ბევრი ვოლკანოვსკის დროზე ადრე მარცხს ელოდა, თუმცა ავსტრალიელმა ჩემპიონმა თავისი მენტალობა კიდევ ერთხელ აჩვენა.

ისლამ მახაჩევი მსუბუქი წონის ჩემპიონი 2022 წელს გახდა, როცა ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა. ეს მისთვის ტიტულის დასაცავად გამართული პირველი ბრძოლა იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Bild: დე ლაურენტისი კვარას დიდი თანხის სანაცვლოდაც არ გაყიდის
Bild: დე ლაურენტისი კვარას დიდი თანხის სანაცვლოდაც არ გაყიდის