სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილმა ითამაშა - ბილუოკიმ ზედიზედ მე-10 თამაში მოიგო

გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსმა“ მორიგი მატჩი მოიგო.

იანის ანტეტოკუნმპოს მორიგი ბრწყინვალე თამაშით „ბაქსმა“ ლოს ანჯელეს „კლიპერსს“ 119:106 მოუგო. ბერძენმა 35 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი მიითვალა.

ზედიზედ მე-10 გამარჯვებაში თავისი მცირე წვლილი მამუკელაშვილმაც შეიტანა, რომელმაც პარკეტზე 10:26 წუთი გაატარა, მისი მონაგარი კი 2 ქულა, 3 მოხსნა და 2 გადაცემა იყო.

ორმაგი დუბლი გაიფორმა ბრუკ ლოპესმა - 22 ქულა, 15 მოხსნა. „კლიპერსის“ მხრიდან კი ასევე ორმაგი დუბლით პოლ ჯორჯი გამოირჩა - 19 ქულა, 11 მოხსნა.

ამ გამარჯვების შემდეგ, „ბაქსს“ 39 მოგება და 17 მარცხი დაუგროვდა. მამუკელაშვილის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა, მათ მხოლოდ „ბოსტონ სელტიკსი“ უსწრებთ. მომდევნო შეხვედრა 15 თებერვალს სწორედ „ბოსტონთან“ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინმა 10 ქულა ჩააგდო - ტენერიფემ 70 ქულით მოიგო
შერმადინმა 10 ქულა ჩააგდო - ტენერიფემ 70 ქულით მოიგო