გოგა ბითაძე
Aa
Aa

100 პროცენტით NBA-ში დარჩება - ინდიანაში გოგას გაშვებაზე კომენტარი გააკეთეს

„ინდიანა პეისერსის“ საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტმა, კევინ პრიტჩარდმა გოგა ბითაძეზე ისაუბრა. პრიტჩარდმა კალათბურთის ქართველი ქომაგებისთვის სასიხარულო კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ გოგას NBA-ის დატოვება არ ემუქრება.

„რატომ არ ვერ იმუშავა ბითაძის პროექტმა? ეს ნაწილობრივ ჩემი ბრალია, რადგან ტრეიდების შედეგად, ბევრი ცენტრი მივიღეთ. მაინც ვფიქრობ, რომ გოგა NBA-ის კარგი კალათბურთელი დადგება და წლეულს, მან თავდაუზოგავად იმუშავა.

100 პროცენტით მჯერა, რომ ბითაძეს რომელიმე გუნდი აიყვანს. მის თაობაზე ბევრი სატელეფონო ზარი მივიღეთ და მგონია, NBA-ში დარჩება. ძალიან მინდა, რომ ასე მოხდეს, რადგან ჩვენთან თავის გამოჩენის შანსი, რომელიც უნდა მიეღო, არ მიუღია“.

შეგახსენებთ, რომ „პეისერსის“ რიგებში გოგა პარკეტზე საშუალოდ 8:43 წუთს ატარებდა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო - 3.2 ქულა, 2 მოხსნა, 0.4 ასისტი, 0.2 ჩაჭრა, 0.7 დაფარება. „ინდიანამ“ იგი გუნდიდან რამდენიმე საათის წინ გაუშვა და მის მსურველებს 48 საათი აქვთ, რათა გადაწყვეტილება მიიღონ. უცხოურ პრესაში მისი ევროპაში დაბრუნებაც არ გამოირიცხება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტოპ 5 ფეხბურთელი ამ წუთისთვის - კვარა ერთ-ერთია
ტოპ 5 ფეხბურთელი ამ წუთისთვის - კვარა ერთ-ერთია