მესი მარსელთან დაშავდა და შესაძლოა ბაიერნთან ვერ ითამაშოს
Aa
Aa

მესი მარსელთან დაშავდა და შესაძლოა ბაიერნთან ვერ ითამაშოს

საფრანგეთის თასის 1/8-ფინალში პსჟ „მარსელთან“ 1:2 დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა, თუმცა შესაძლოა გუნდისთვის შედეგები გაცილებით მძიმეც იყოს.

L'Équipe-ი წერს, რომ შეხვედრაში დაზიანება მიიღო ლეო მესიმ, რომელიც „მონაკოსთან“ ჩემპიონატის მატჩს გამოტოვებს და შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის „ბაიერნთან“ პირველი მერვედფინალური დაპირისპირებაც გამოტოვოს.

მესიმ ბარძაყის კუნთის არეში დარტყმა მიიღო და ამ მომენტისთვის მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის.

პარიზელებს „ბაიერნთან“ კილიან მბაპე და პრესნელ კიმპემბე დააკლდებათ. ნეიმარი ახლადდაბრუნებულია და სასურველი ფორმისგან შორსაა. თუ, მესიც ვერ ითამაშებს, კრისტოფ გალტიეს წინ სერიოზული თავსატეხი ელის.

L'Équipe-ი ასევე აღნიშნავს, რომ პარიზელები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და კლუბში მიაჩნიათ, რომ ლეო „ბაიერნთან“ მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.

შეგახსენებთ, რომ პსჟ „ბაიერნის“ პირველი მერვედფინალი 14 თებერვალს (23:55) პარიზში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ანჩელოტი პერესს კვარას შეძენას სთხოვს“ - რეალის სატრანსფერო გეგმები
„ანჩელოტი პერესს კვარას შეძენას სთხოვს“ - რეალის სატრანსფერო გეგმები