გია გეგუჩაძე, პაატა ღუდუშაური, გრიგოლ ჩაბრაძე, ირაკლი ბიძინაშვილი
Aa
Aa

ჩაბრაძის 3 საგოლე გადაცემა - დინამო ბათუმმა ლიეპაია დაამარცხა

„დინამო ბათუმი“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის ემზადება და თურქეთში იმყოფება, სადაც წინასასეზონო შეკრებას გადის. დღეს, აჭარლებმა ამხანაგური შეხვედრა გამართეს და ლატვიური „ლიეპაია“ დაამარცხეს.

„დინამო ბათუმმა“ მატჩში ანგარიში მალევე გახსნა. გია გეგუჩაძის ბიჭებმა ლამაზი კომბინაცია გაათამაშეს და მე-2 წუთზე, ლატვიელთა კარი ირაკლი ბიძინაშვილმა აიღო, რომელსაც გრიგოლ ჩაბრაძემ გაატანინა. 30-ე წუთზე, აჭარელთა უპირატესობა 2-ბურთიანი გახდა. პაატა ღუდუშაურმა ჩაბრაძის პასის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და „დინამო ბათუმს“ კომფორტული ჰანდიკაპი მოუტანა.

76-ე წუთზე, კიდევ ერთი გოლი ვიხილეთ. ჩაბრაძემ მე-3 საგოლე გადაცემა მიითვალა, მოწინააღმდეგის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და გიორგი ზარიას გაატანინა. „დინამო ბათუმმა“ „ლიეპაიას“ ჩამორჩენის შემცირების საშუალება არ მისცა და მეტოქეს 3:0 სძლია.

შეგახსენებთ, რომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრას „დინამო ბათუმი“ 26 თებერვალს გამართავს. აჭარლები 18:00-ზე „შუქურას“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის მეკარე: „ვარჯიშებზე ოსიმენი-კვარას წინააღმდეგ თამაში ძალიან ძნელია“
ნაპოლის მეკარე: „ვარჯიშებზე ოსიმენი-კვარას წინააღმდეგ თამაში ძალიან ძნელია“