გიორგი ბეჟანიშვილი
Aa
Aa

კარიერის საუკეთესო მატჩი - ბეჟანიშვილის 30-ქულიანი ორმაგი დუბლი G ლიგაში

ქართველმა კალათბურთელმა, გიორგი ბეჟანიშვილმა NBA-ის განვითარების ლიგაში ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. გამთენიისას, მისი გუნდი, „კოლეჯ პარკ სქაიჰოუქსი“ „უესტჩესტერ ნიქსს“ დაუპირისპირდა და 126:112 იმარჯვა, რაშიც ბეჟანიშვილმა უდიდესი წვლილი შეიტანა.

გიორგიმ მატჩი ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეოთხედ დაიწყო და თავის გუნდში საუკეთესო იყო. მან პარკეტზე 36 წუთი გაატარა და აქტივში ორმაგი დუბლი ჩაიწერა - 30 ქულა, 12 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე). ბეჟანიშვილმა 18-დან 13 ბურთი ჩააგდო, 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა და 4 დაკარგვა ჰქონდა. 30 ქულა გიორგისთვის კარიერის საუკეთესო შედეგია და „კოლეჯ პარკის" რიგებში მასზე მეტი მოხსნაც არავის ჰქონია.


შეგახსენებთ, რომ ბეჟანიშვილის გუნდს 8 მოგება და ამდენივე წაგება აქვს. ქართველი კალათბურთელი და კომპანია მომდევნო შეხვედრას 9 თებერვალს გამართავენ და ისევ „უესტჩესტერ ნიქსს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლი და საგოლე პასი - მიქაუტაძემ ამიენთან გაიბრწყინა
გოლი და საგოლე პასი - მიქაუტაძემ ამიენთან გაიბრწყინა