მადრიდის რეალი, ტიბო კურტუა
Aa
Aa

კურტუას ტრავმა სერიოზული არ არის - შეიძლება ფინალში ითამაშოს

დღეს სპორტულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ტიბო კურტუა ტრავმა მძიმე აღმოჩნდა და ის მინიმუმ 2 კვირას გამოტოვებდა.

ეს ინფორმაცია განახლდა და ცნობილი გახდა, რომ ბელგიელი მეკარის დაზიანება რთული არ არის და მეტიც, შესაძლოა მან მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშოს, თუ, რა თქმა უნდა, „რეალი“ ამ ეტაპზე გავა.

დღეს ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ საზარდულის ტრავმა ისეთი სერიოზული არ არის, როგორიც ეს თავდაპირველად ჩანდა. „რელის“ კარის დარაჯი თავის კლუბს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე აუცილებლად გაჰყვება.

ცნობისთვის, იმ შემთხვევაში, თუ ბელგიელი მეკარე ვერ გამოჯანმრთელდება მის ადგილს ანდრეი ლუნინი დაიკავებს, რომელმაც გარკვეული გამოცდილება დააგროვა. ტიბოს ტრავმის გამო უკრაინელმა „ელ კლასიკოში“ ითამაშა.

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მადრიდის „რეალი“ „ალ აჰლის“ დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 8 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პოტერი: “შური კარგი თვისება არ არის“
პოტერი: “შური კარგი თვისება არ არის“