ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდა ლა ლიგის ამ სეზონის რეკორდსმენია - Opta ქართველის ბრწყინვალე თამაშზე

ესპანეთის ლა ლიგის მე-20 ტურში „ჟირონამ“ შინ „ვალენსია“ 1:0 დაამარცხა. „ღამურების“ რიგებში 22 წლის გიორგი მამარდაშვილმა მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 7 „სეივია“. ამასთან დაკავშირებით, OptaJose-მა საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, მიმდინარე სეზონის ლა ლიგაში ერთ მატჩში შესრულებული „სეივებით“ მამარდაშვილი საუკეთესოა. მასზე მეტი „სეივი“ ამ სეზონში ერთ შეხვედრაში ლა ლიგის არც ერთ მეკარეს შეუსრულებია.

მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 20-ვე ტურში სასტარტოში ითამაშა. კარი მშრალად მხოლოდ სამ შეხვედრაში შეინახა, თუმცა გუნდი გოლისგან ბევრჯერ იხსნა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ესპანეთის თასის სამ მატჩში ითამაშა, გოლი ორ შეხვედრაში არ გაუშვია.

20 ტურის შემდეგ „ვალენსია“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 20 ქულით მე-16 ადგილზეა, გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. საგულისხმოა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პაუზის დასრულების შემდეგ „ღამურებმა“ ერთი თამაშიც ვერ მოიგეს.

ესპანეთის ჩემპიონატში „ვალენსიამ“ ბოლო 6 თამაშიდან 5 წააგო, ერთი ფრედ დაასრულა. „ვალენსიას“ მომდევნო შეხვედრა 11 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „ბილბაოსთან“ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 23:55 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მე-10 გოლი ამ სეზონში - ხვიჩას მაგარი მატჩი და ბრწყინვალე დუო
მე-10 გოლი ამ სეზონში - ხვიჩას მაგარი მატჩი და ბრწყინვალე დუო