ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

სპალეტი მატჩის წინ: კონკურენტები ახლოს არ უნდა მოვუშვათ

სერია A-ს 21-ე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „სპეციას“ დაუპირისპირდება. ლუჩანო სპალეტიმ მატჩამდე ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და გუნდზე ვრცლად ისაუბრა.

„სპეციას არ აინტერესებს დერბი, მათ აინტერესებთ ქულები, რათა თავიდან აიცილონ სერია A-დან გავარდნა, რასაც ისინი კლუბისა და ქალაქის ისტორიიდან გამომდინარე იმსახურებენ. მე ვიყავი იქ და ვიცი, რამდენ დროს უთმობენ საფეხბურთო გუნდს. ძალიან მნიშვნელოვან მატჩზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, რთული შეხვედრა იქნება რთულ მოედანზე, მხოლოდ ყურადღება და თავდადება გვჭირდება.

როდესაც მათ თქვეს, რომ იანვარი რთული თვე იქნებოდა, ჩვენ აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე და საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე გავაკეთეთ.

მოვიგებთ, თუ არა სერია A-ს? შედეგის თქმა გამიჭირდა, მაგრამ იმ დეტალებზე ყურადღების მიქცევა, რამაც შეიძლება შედეგი განსაზღვროს, იყო მაქსიმალური და მოთამაშეების პასუხი ამაზე, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, იყო ტოტალური.

თუ უკან მოვიხედავთ, დავინახავთ იმდენ რამეს, რაც არ განხორციელებულა. ხალხმა თავიდან თქვა, რომ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებდით, იყო ეჭვები. შემდეგ სიტუაცია სულ სხვა მოვლენებითა და შედეგებით განვითარდა.

ჩვენ გვრჩება ვალდებულება, მივიღოთ შედეგი, რათა კონკურენტები ახლოს არ მოვუშვათ და სირთულეები არ შეგვიქმნან. ჩვენ გვჭირდება იმის ცოდნა, რომ ფაქტებს, შედეგებს შეუძლიათ ისტორიის დაწერა.

თავიდან ხალხი ამბობდა, რომ ეს არ შეიძლებოდა მომხდარიყო, ახლა ამბობენ, რომ ეს არ შეიძლება მოხდეს და თუ ჩვენ არ ვიქნებით მზად და ფრთხილად, მაშინ ჩვენ ზიანი მოგვადგება“.

შეგახსენებთ, რომ „სპეცია“ „ნაპოლის“ მატჩი კვირას 15:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
1 სქემაში დამალული 3 გეგმა - თოფი, რომელიც ყველა კედელს ანგრევს
1 სქემაში დამალული 3 გეგმა - თოფი, რომელიც ყველა კედელს ანგრევს