კრიშტიანუ რონალდუ, როი კინი
Aa
Aa

როი კინი: რონალდუს და სხვების წასვლა გუნდს დაეხმარა

როი კინი თვლის, რომ კრიშტიანუ რონალდუს და სხვა ფეხბურთელების წასვლამ „მანჩესტერ იუნაიტედს“ სარგებელი მოუტანა.

„ხუთი ან ექვსი ფეხბურთელის წასვლა სეზონის საკვანძო მომენტი იყო. პოგბამ, მატამ, მატიჩმა, ლინგარდმა იცოდნენ, რომ ისინი მიდიოდნენ, მათ კონტრაქტებს ვადა ეწურებოდათ და მგონია, რომ ეს კლუბს დაეხმარა. მანჩესტერ იუნაიტედში ახლა ნამდვილად არის ახალი ენერგია.

ვფიქრობ, რომ რონალდუს წასვლა მწვრთნელსაც და კლუბსაც დაეხმარა. არავის სურდა, რომ ეს ზეწოლა კლუბზე სეზონის მეორე ნახევარშიც ყოფილიყო. ეს ზაფხულში უნდა მოგვარებულიყო. რონალდუ აშკარად არ აპირებდა სკამზე ჯდომას და ამით ტკბობას.

ისინი სიტუაციას გაუმკლავდნენ და კლუბზე ზეწოლა აღარ ხორციელდება. მაგრამ ასევე გუნდს 5-6 მოთამაშის წასვლაც დაეხმარა, მათ შორის კავანიც. შემცვლელები და სათადარიგო ფეხბურთელები სათამაშოდ მზად უნდა იყვნენ და შარშან, როგორც ჩანს, მათ ენერგია ჰქონდათ ამოწურული“,

- განუცხადა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა კაპიტანმა Sky Sports-ს.

შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედი“ ამ მომენტისთვის პრემიერლიგაში 20 მატჩის შემდეგ, 39 ქულით „ნიუკასლთან“ ერთად 3-4-ე ადგილებს ინაწილებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იუვეს შესაძლოა კიდევ 20 ქულა ჩამოაკლონ - სერია B-ში გავარდნის საფრთხე
იუვეს შესაძლოა კიდევ 20 ქულა ჩამოაკლონ - სერია B-ში გავარდნის საფრთხე