რეალი მეოთხედფინალშია
რეალი მეოთხედფინალშია
კონტრაქტს ახანგრძლივებს
კონტრაქტს ახანგრძლივებს
ჰოლანდშოუ
ჰოლანდშოუ
რა სანქციები ემუქრება ბარსას
რა სანქციები ემუქრება ბარსას
მერაბი VS იანი ახლოვდება
მერაბი VS იანი ახლოვდება
კვარას რეკორდი
კვარას რეკორდი
გუტის საჩუქარი ხვიჩას
გუტის საჩუქარი ხვიჩას
მილანი მეოთხედფინალშია
მილანი მეოთხედფინალშია
პსჟ დამარცხებულია
პსჟ დამარცხებულია
ჩელსი მეოთხედფინალშია
ჩელსი მეოთხედფინალშია
FIFA THE BEST
FIFA THE BEST
ჰაკიმი სკანდალში გაეხვა
ჰაკიმი სკანდალში გაეხვა
ფლუმინენსეში დაბრუნდა
ფლუმინენსეში დაბრუნდა
დე ლაურენტისი კვარაზე
დე ლაურენტისი კვარაზე
მამარდას 5 სეივი
მამარდას 5 სეივი
რას ამბობს კოსტაკურტა კვარაზე
რას ამბობს კოსტაკურტა კვარაზე
ილიამ იცის, რომ კონორს გაანადგურებს
ილიამ იცის, რომ კონორს გაანადგურებს
ჯორდანის ძალიან მაგარი ჟესტი
ჯორდანის ძალიან მაგარი ჟესტი
გოგა ინდიანაში აღარ ითამაშებს
გოგა ინდიანაში აღარ ითამაშებს
დაუჯერებელი დრიბლიორი
დაუჯერებელი დრიბლიორი
შენგელიას 10 ქულა - ვირტუს ბოლონიამ ვერონას მოუგო
Aa Aa
30 იანვარი 2023  |  17:35

შენგელიას 10 ქულა - ვირტუს ბოლონიამ ვერონას მოუგო

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ „ვერონას“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 87:82 დაამარცხა.

როგორც ყოველთვის, თორნიკე შენგელია ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 20 წუთი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან 10 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ექვსი 2-ქულიანი ისროლა, საიდანაც ზუსტი 5 აღმოჩნდა. თორნიკემ სამჯერ სცადა 3-ქულიანის ჩაგდება, მაგრამ წარუმატებლად. შენგელიამ ასევე 2 პერსონალური „ფოლი“ მიიღო. 6 მოხსნიდან კი 4 საკუთარ ფარზე იყო, ხოლო 2 მეტოქის.

„ვირტუსის“ მხრიდან ყველაზე შედეგიანი ჯორდან მიკი იყო, რომელმაც 21 წუთში 18 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, „ვირტუს ბოლონიას“ 26 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, შენგელიას გუნდი „ბრეშას“ უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 5 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 22:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში