Adidas, NIKE
Aa
Aa

„ბუცებს მაღაზიაშიც ვერ ვყიდულობთ“ - რუსული ფეხბურთი ბუცების გარეშე დარჩა

RB Sport-ის ინფორმაციით, adidas-მა თითქმის ყველა რუს ფეხბურთელთან კონტრაქტი გაწყვიტა. გამონაკლისი მხოლოდ ალექსეი მირანჩუკია, adidas-ი მასთან თანამშრომლობას აგრძელებს, ხელშეკრულება არ გაწყვეტილა, რადგან ცნობილი რუსი ფეხბურთელი ევროპაში თამაშობს.

როცა adidas-მა რუსეთი დატოვა, ფეხბურთელებთან შეთანხმება შედგა, რომ კომპენსაციის სანაცვლოდ ხელშეკრულებები გაწყდებოდა.

აღნიშნული კომპანია დენის გლუშაკოვთან, გილერმესთან, ალექსანდრე სობოლევთან, ილზატ ახმეტოვთან, ზელიმხან ბაკაევთან და სხვა რუს ფეხბურთელებთან თანამშრომლობდა. 

RB Sport-თან ერთ-ერთმა რუსმა ფეხბურთელმა ისაუბრა, რომლის გვარი არ საჯაროვდება. მისი თქმით, მას შემდეგ რაც NIKE-მა და adidas-მა რუსეთი დატოვეს, ქვეყანაში ბუცების დიდი დეფიციტი გაჩნდა.

„ადრე ბუცებს სპონსორები გვაწვდიდნენ, ახლა კი მაღაზიებში გვიწევს ყიდვა, თუმცა მაღაზიებშიც არაა, დიდი დეფიციტია. თურქეთში შეკრებაზე ყოფნისას შეძენა გვსურდა, თუმცა მხოლოდ ნახევრადპროფესიული ბუცები შევიძინეთ“.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული ინტერვენციის შემდეგ რუსეთი არაერთმა ცნობილმა კომპანიამ დატოვა, ცივილიზებულმა სამყარომ რუსეთთან კავშირი ბევრი მიმართულებით შეწყვიტა, რასაც არაერთი სანქცია დაემატა, adidas-ის მიერ ფეხბურთელებთან კონტრაქტის გაწყვეტა ამ პროცესის ნაწილია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები