ლევან შენგელია
Aa
Aa

რისკიანი გადაწყვეტილება - შენგელია მოტეხილი ხელით თამაშობდა

საბერძნეთის სუპერლიგის მე-20 ტურში „ვოლოსი“ შინ „პანატოლიკოსთან“ 2:3 დამარცხდა. შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო ლევან შენგელია იყო, რომლის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასია. სუპერლიგაში ჩატარებულ ბოლო ხუთ შეხვედრაში 1 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა, თუმცა CrystalSport-ის ცნობით, ფეხურთელმა რისკიანი გადაწყვეტილება მიიღო, ჯერ მოტეხილი ხელით თამაშობდა, შემდეგ ოპერაცია გაიკეთა, თუმცა რეაბილიტაცია არ გაუვლია.

4 იანვარს, მე-16 ტურში ლევან შენგელია „ატრომიტოსთან“ მატჩში მეკარეს დაეჯახა და ხელი მტევნის არეში მოიტეხა, მაგრამ თამაში ბოლომდე ჩაამთავრა. ამ მატჩში მან ორი საგოლე პასი შეასრულა, თუმცა ამ შეხვედრის შემდეგ ოპერაცია არ გაუკეთებია, 9 იანვარს ოფი-ს წინააღმდეგ სასტარტოში მოტეხილი ხელით ითამაშა, რის შემდეგაც ოპერაცია გაიკეთა და მას შემდეგ სუპერლიგის სამ შეხვედრაში ითამაშა, თუმცა რეაბილიტაცია დღემდე არ გაუვლია და ნაოპერაციევი ხელით თამაშობს.

ოპერაციის შემდეგ შენგელიას 2-3 კვირა უნდა დაესვენა, რეაბილიტაცია უნდა გაევლო, მაგრამ ვარჯიშსა და თამაშს აგრძელებს. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად პროდუქტიული სეზონი ჩაატაროს, რომ კარიერა უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში გააგრძელოს. ასევე, ეროვნულ ნაკრებში არსებული დიდი კონკურენციის გამო საუკეთესო თვისებების მაქსიმალურად წარმოჩენა მნიშვნელოვანია.

27 წლის ქართველი შემტევი სუპერლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს, საბერძნეთის ჩემპიონატის 20 შეხვედრაში 3 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა. სუპერლიგაში ჩატარებულ ბოლო ხუთ შეხვედრაში 1 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა. 14-გუნდიან სუპერლიგაში „პანეტოლიკოსი“ 23 ქულით მე-8 ადგილზეა, საუკეთესო ექვსეულს 6 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sky Sport: “კვარაცხელია დაბრუნდა და ძირითადში ითამაშებს“
Sky Sport: “კვარაცხელია დაბრუნდა და ძირითადში ითამაშებს“