შენგელიას გოლი და საგოლე პასი - ერთ-ერთი საუკეთესო იყო
საბერძნეთის სუპერლიგის მე-20 ტურში „ვოლოსი“ შინ „პანატოლიკოსთან“ 2:3 დამარცხდა. შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო ლევან შენგელია იყო, რომლის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასია.
ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, 39-ე წუთზე შენგელიამ ანგარიში ეფექტური დარტყმით გაათანაბრა, მეტოქის საჯარიმოში შეირბინა, მცველს დაასწრო და დაბალ კუთხეში შეაგდო.
72-ე წუთზე შენგელიას აქტივში საგოლე პასია, რომელიც მალისმა გამოიყენა. ამ გოლით ანგარიში 1:3 გახდა, საბოლოოდ კი შეხვედრა მასპინძლებმა 2:3 დათმეს.
ლევან შენგელიამ სასტარტოში ითამაშა და 85-ე წუთზე შეცვალეს.
27 წლის ქართველი შემტევი სუპერლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს, საბერძნეთის ჩემპიონატის 20 შეხვედრაში 3 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა. სუპერლიგაში ჩატარებულ ბოლო ხუთ შეხვედრაში 1 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა.
14-გუნდიან სუპერლიგაში „პანეტოლიკოსი“ 23 ქულით მე-8 ადგილზეა.