საბა ლობჟანიძე
Aa
Aa

ჩემპიონი ტრაბზონი დამარცხებულია - ლობჟანიძის მაგარი მატჩი თურქეთში

თურქეთის სუპერლიგის 21-ე ტურში აუტსაიდერმა „ჰატაისპორმა“ შინ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ტრაბზონი“ 2:1 დაამარცხა. პირველი ტაიმი ენის ბარდის გოლით სტუმრებმა მოიგეს. 48-ე წუთზე ელ ქააბიმ ანგარიში გაათანაბრა. 50-ე წუთზე საბა ლობჟანიძის საგოლე პასით ილდირიმმა გამარჯვების გოლი შეაგდო.

გარდა საგოლე პასი, საბამ ზოგადად მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო და გუნდის შეტევების განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობდა. საბამ „ტრაბზონთან“ სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა.

საბას გამორჩეული მომენტები ტრაბზონთან

28 წლის ქართველმა მარჯვენა გარემარბმა სუპერლიგის მიმდინარე სეზონში 19 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 1 გოლი და 4 საგოლე პასია.

თურქეთის სუპერლიგის 19-გუნდიან ჩემპიონატში „ჰატაისპორი“ 20 ქულით მე-14 ადგილზეა. „ტრაბზონის“ დამარცხებით ლობჟანიძის გუნდმა გასავარდნ ზონას თავი დააღწია, ამ ეტაპზე გასავარდნ ზონას 2 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ჟოზესთვის კარგ საჩუქარს შევარჩევ“ - სპალეტი რომასთან მატჩის წინ
“ჟოზესთვის კარგ საჩუქარს შევარჩევ“ - სპალეტი რომასთან მატჩის წინ