შენგელიამ ბაიერნს 8 ქულა ჩაუგდო - ვირტუს ბოლონია ევროლიგაზე დამარცხდა
თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგის მიმდინარე სეზონში მე-12 მარცხი იწვნია და „ბაიერნის“ წინააღმდეგობა ვერ დაძლია. „ვირტუს ბოლონიამ“ პირველი მეოთხედი 4 ქულით დათმო, შესვენებაზე კი 5 ქულით აგებდა. სერჯო სკარიოლოს ბიჭები მესამე პერიოდშიც დამარცხდნენ (17:23) და საბოლოოდ, „ბაიერნმა“ 91:84 იმარჯვა.
შენგელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 27 წუთი და 42 წამი გაატარა. ამ დროში, ქართველმა კალათბურთელმა 8 ქულა, 4 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე), 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გაიფორმა. თორნიკემ 4-დან 3 ორიანი ჩააგდო და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.
SCONFITTA ❌
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) January 27, 2023
La Virtus cade all’Audi Dome dopo partita in cui è costretta ad inseguire nel punteggio
???? Teodosic 14, Cordinier 14, Hackett 12, Belinelli 10#AmoreInfinito #EveryGameMatters pic.twitter.com/tSvrKo5fJV
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე „ბაიერნის“ კალათბურთელი, ოგუსტინ რუბიტი გახდა, რომელმაც 18 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. კასიუს უინსტონს 15 ქულა ჰქონდა, „ვირტუს ბოლონიას“ მხრიდან კი 14-14 ქულით კორდინიე და ტეოდოსიჩი გამოირჩნენ.
ამრიგად, იტალიურ გრანდს 9 მოგება და 12 წაგება აქვს და ევროლიგის სატურნირო ცხრილის მე-14 ადგილს იკავებს. შენგელიას გუნდის მომდევნო გაჩერება „ვერონაა“, რომელსაც 29 იანვარს, საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება.