1965 წლის შემდეგ პირველად - აიაქსმა 7-დან 1 მატჩიც ვერ მოიგო და მწვრთნელი მოხსნეს
ამსტერდამის „აიაქსმა“ მთავარი მწვრთნელი ალფრედ შრიოდერი დაითხოვა. შრიოდერის ხელმძღვანელობით „აიაქსმა“ ერედივიზიეს ბოლო 7 მატჩიდან ერთიც ვერ მოიგო, რაც 1965 წლის შემდეგ პირველად მოხდა.
Ajax evenaart zijn slechtste serie ooit in de Eredivisie met 7 duels zonder zege. Gebeurde voor het laatst in 1965. Met de magische 34 punten is Ajax normaal gesproken wel zeker van lijfsbehoud.
— Michel Abbink (@sportzeloot) January 26, 2023
გასული წლის 22 ოქტომბრის შემდეგ „აიაქსს“ ნიდერლანდების ჩემპიონატში გამარჯვება არ მოუპოვებია. გუნდი პსვ-სთან დამარცხდა, დანარჩენ ექვს შეხვედრაში კი ფრედ ითამაშა. მე-18 ტურში „აიაქსმა“ შინ აუტსაიდერ „ვოლენდამთან“ 1:1 ითამაშა, რის შემდეგაც კლუბის ხელმძღვანელებმა შრიოდერის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს.
18 ტურის შემდეგ „აიაქსი“ 34 ქულით მე-5 ადგილზეა, ლიდერ „ფეიენორდს“ 7 ქულით ჩამორჩება.
შეგახსენებთ, შრიოდერი „ბრედაში“ არჩილ არველაძის თანაგუნდელი იყო (1997-00), მიმდინარე სეზონის დაწყებამდე კი „ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მიმართ იჩენდა ინტერესს, მისი ხილვა „აიაქსში“ სურდა, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.