რაჯა ნაინგოლანი, სპალი, დანიელე დე როსი
Aa
Aa

კარიერას აგრძელებს - ნაინგოლანი სპალში ითამაშებს

რამდენიმე თვიანი უქმობა დასრულდა. რაჯა ნაინგოლანმა კარიერა განაახლა. ვეტერანი ბელგიელი „სპალში“ ითამაშებს, რომლის მთავარი მწვრთნელი მისი კარგად ნაცნობი დანიელე დე როსია.

იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, კლუბსა და ბელგიელ ნახევარმცველს შორის 6-თვიანი კონტრაქტი გაფორმდება, ხოლო თუ „სპალი“ სერია ა-ში დაწინაურდება ხელშეკრულება ავტომატურად განახლდება.

ცნობისთვის, ამ მომენტისთვის „სპალი“ სერია ბ-ში 24 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ იტალიის უმაღლეს დივიზიონში შეძლებს აღზევებას. დე როსის გუნდს პირველ ადგილოსან „ფროზინონესთან“ 21 ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ ნაინგოლანი გასული წლის ოქტომბერში „ანტვერპენიდან“ გააგდეს. ამის მიზეზი ელექტრო სიგარეტის მოწევა გახდა. ამას ისიც დაემატა, რომ რაჯა ნასვამ მდგომარეობაში მანქანას მართავდა და ავარია მოუვიდა. ამის გამო ის სამართალდამცავებმა დააკავეს და შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუსული დროშები და ომის სიმბოლიკა - ავსტრალიაში ჯოკოვიჩის ქომაგები დააკავეს
რუსული დროშები და ომის სიმბოლიკა - ავსტრალიაში ჯოკოვიჩის ქომაგები დააკავეს