ჰარი კეინი
Aa
Aa

ჰარი კეინი მზადაა დარჩეს - ინგლისელის გადაწყვეტილებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს

„ტოტენჰემის“ ფეხბურთელმა, ჰარი კეინმა შესაძლოა, კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს. ცნობილი ბრიტანული გამოცემის, The Athletic-ის ინფორმაციით, ინგლისელი თავდამსხმელი თანახმაა, კლუბთან მოლაპარაკებები დაიწყოს და ეს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დასრულების შემდეგ მოხდება.

The Athletic-ის ცნობით, კეინის გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, რომელთა შორის კლუბის მიერ ჩემპიონთა ლიგაზე და ინგლისის თასზე ნაჩვენები ასპარეზობა და სატრანსფერო პოლიტიკა გახლავთ. კეინისთვის „დეზების“ გეგმები და ამბიციები ყოველთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო და არაფერი შეცვლილა.

ინგლისელ ფორვარდს „ტოტენჰემთან“ ერთად ტიტულების მოგება სურს და კონცენტრირებულია იმაზე, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდეს. მის წარმომადგენლებს სხვა კლუბებთან სერიოზული მოლაპარაკებები არ გაუმართავთ და ამ ეტაპზე, „ტოტენჰემზე“ არიან ორიენტირებული. თუ მხარეებს შორის შეთანხმება არ შედგა, ლონდონელებს მოუწევთ, გადაწყვიტონ, ჰარი 2023 წლის ზაფხულში გაყიდონ თუ არა.

შეგახსენებთ, რომ კეინს „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს. იწერება, რომ მისით „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „სიტი“ ინტერესდებიან, თუმცა „დეზებს“ მისი უშუალო კონკურენტის რიგებში გაშვება არ სურთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლეიკერსის სასწაული - ასეთი რამ 1972 წლის შემდეგ პირველად მოხდა
ლეიკერსის სასწაული - ასეთი რამ 1972 წლის შემდეგ პირველად მოხდა