სექსუალური ძალადობის ბრალდება - დანი ალვეში დააკავეს
ესპანური მედიის ცნობით, დანი ალვეში სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მას ბარსელონას ღამის კლუბ Sutton-ში ახალგაზრდა ქალის სექსუალურ ძალადობაში ედება ბრალი.
20 იანვარს, დილით, ალვეში კატალონიის Les Corts-ის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე გამოცხადდა, რის შემდეგაც ბრაზილიელი პოლიციის მანქანით ერთ-ერთ სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც გამომძიებელს ჩვენება მისცა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მცირეა იმის მოლოდინი, რომ დანის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდოს.
დანის მისი მეუღლე დანის იცავს და მას მხარს უჭერს. მისი თქმით, სხვადასხვა გოგოები ალვეშს მუდმივად ეფლირტავებიან. მისი აზრით, დანი მსგავს რამეს არასდროს ჩაიდენდა. ალვეში, რომელიც ბარსელონაში შვებულებაში იმყოფებოდა, იქ ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის შემდეგ იმყოფება.
როგორც წყაროდან გავიგეთ, დანი ღამის კლუბში ახალგაზრდა ქალს მიუახლოვდა და მისი თანხმობის გარეშე, საცვლების ქვეშ ხელი შეავლო. დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, როდესაც მან ფეხბურთელისგან თავის დაღწევა მოახერხა, მეგობრებს აცნობა და ღამის კლუბის დაცვასაც გააგებინა, რომლებიც კატალონიის პოლიციას დაუკავშირდნენ.
ბრალდებების შემდეგ, დანიმ დაადასტურა, რომ ის 30 დეკემბერს სატონ კლუბში იმყოფებოდა, მაგრამ უარყო, რომ მან რაიმე მსგავსი ჩაიდინა: „არასდროს შევჭრილვარ ხალხის პირად სივრცეში. ეს არის ჩემი და ჩემი ახლობლებისთვის ზიანის მიყენების მცდელობა“.