ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

სპალეტი: „როცა გვძინავს, მაშინაც უნდა გვშიოდეს“

სერია ა-ს მე-19 ტურში „ნაპოლი“ „სალერნიტანას“ ესტუმრება. მატჩამდე ნეაპოლური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა.

„ლობოტკა საქმეს ძალიან კარგად ასრულებს. ის ვარჯიშზე მაქსიმუმს აკეთებს.

რასპადორი „კრემონეზესთან“ შეხვედრაში უიღბლო იყო. მას საკმაოდ ბევრი თვისება აქვს და შეუძლია განსხვავების შემქმნელი იყოს.

ყოველთვის მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, ჩვენი გუნდი ყოველთვის მშიერი უნდა იყოს. ეს განცდა მაშინაც უნდა გვქონდეს, როცა გვძინავს. ჩვენ ყველაფერს გავიღებთ ქალაქისთვის და ჩვენი გუნდის მაისურისთვის. პირველ ადგილზე ვართ, თუმცა სეზონის დასრულებამდე დიდი დროა დარჩენილი.

შეცვლის თუ არა ელმასი კვარაცხელიას? მისით კმაყოფილი ვარ, მან თამაში დაიმსახურა.

„კრემონეზესთან“ მარცხის გამო უკმაყოფილოები ვიყავით, მაგრამ ახლა ველით, რომ ამ მარცხის შემდეგ რეაქციას ვაჩვენებთ. სალერნოში თამაში ძალიან რთული იქნება, თუმცა ბოლომდე დავიხარჯებით“.

შეგახსენებთ, სპალეტიმ დაადასტურა, რომ „სალერნიტანასთან“ შეხვედრას ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებს: „კვარაცხელია სალერნოში არ გაემგზავრება. ის სახლში დარჩება. მას მაღალი ტემპერატურა არ აქვს, თუმცა ექიმებმა, სიმპტომებიდან გამომდინარე, მკურნალობა დაუნიშნეს“.

შეგახსენებთ, რომ ბოლო შეხვედრაში, „ნაპოლიმ“ „იუვენტუსი“ შინ 5:1 გაანადგურა. ამ მატჩში კვარაცხელიამ მონაწილეობა 4 გოლში მიიღო. მან გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გარდა ამისა, პირველი გოლის მომენტში მისი დარტყმა აკრობატულ ნახტომში მეკარემ მოიგერია და დამატებაზე ოსიმენმა შეაგდო.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 15 მატჩში 7 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ საგოლე პასების რაოდენობით სერია A-ში მეორე ადგილზეა, მას მხოლოდ მილინკოვიჩ-სავიჩი უსწრებს, რომელმაც 8 საგოლე პასი შეასრულა.

სერია ა-ს მე-19 ტურში „სალერნიტანა“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს. მატჩი 21 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა სალერნოში არ ითამაშებს - სპალეტიმ ქართველზე ისაუბრა
ხვიჩა სალერნოში არ ითამაშებს - სპალეტიმ ქართველზე ისაუბრა