რეალი მეოთხედფინალშია
რეალი მეოთხედფინალშია
კონტრაქტს ახანგრძლივებს
კონტრაქტს ახანგრძლივებს
ჰოლანდშოუ
ჰოლანდშოუ
რა სანქციები ემუქრება ბარსას
რა სანქციები ემუქრება ბარსას
მერაბი VS იანი ახლოვდება
მერაბი VS იანი ახლოვდება
კვარას რეკორდი
კვარას რეკორდი
გუტის საჩუქარი ხვიჩას
გუტის საჩუქარი ხვიჩას
მილანი მეოთხედფინალშია
მილანი მეოთხედფინალშია
პსჟ დამარცხებულია
პსჟ დამარცხებულია
ჩელსი მეოთხედფინალშია
ჩელსი მეოთხედფინალშია
FIFA THE BEST
FIFA THE BEST
ჰაკიმი სკანდალში გაეხვა
ჰაკიმი სკანდალში გაეხვა
ფლუმინენსეში დაბრუნდა
ფლუმინენსეში დაბრუნდა
დე ლაურენტისი კვარაზე
დე ლაურენტისი კვარაზე
მამარდას 5 სეივი
მამარდას 5 სეივი
რას ამბობს კოსტაკურტა კვარაზე
რას ამბობს კოსტაკურტა კვარაზე
ილიამ იცის, რომ კონორს გაანადგურებს
ილიამ იცის, რომ კონორს გაანადგურებს
ჯორდანის ძალიან მაგარი ჟესტი
ჯორდანის ძალიან მაგარი ჟესტი
გოგა ინდიანაში აღარ ითამაშებს
გოგა ინდიანაში აღარ ითამაშებს
დაუჯერებელი დრიბლიორი
დაუჯერებელი დრიბლიორი
ისტორიაში პირველად  - 7 კაცა ნაკრები ევროპულ თამაშებზე იასპარეზებს
Aa Aa
19 იანვარი 2023  |  15:40

ისტორიაში პირველად - 7 კაცა ნაკრები ევროპულ თამაშებზე იასპარეზებს

საქართველოს 7-კაცა 2023 წლის ევროპულ თამაშებზე, პოლონეთში იასპარეზებს.

ნაახალწლევს რაგბი ევროპამ დაადასტურა, რომ რაგბი7 ოფიციალურად გახდა ევროპული თამაშების ნაწილი, რომლის ორგანიზატორი ევროპის ოლიმპიური კომიტეტია.

ევროპული თამაშები 2015 წლიდან იმართება და 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. წელს მესამე თამაშებს პოლონეთი, კრაკოვი მასპინძლობს და მასში ევროპის 48 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, მედლები კი სპორტის 26 სახეობაში გათამაშდება.

წლევანდელი ევროპული თამაშები რაგბისთვის სადებიუტოა. მასში 12 კაცთა და ქალთა გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ისინი ევროპის ჩემპიონატისა და ალაფას შედეგების მიხედვით შეირჩნენ და ოქროს მედალოსნები, როგორც კაცთა, ასევე ქალთა ტურნირში, 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზურს მიიღებს.

კაცთა ტურნირში საქართველოს 7-კაცასთან ერთად ბელგიის, ჩეხეთის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ირლანდიის, იტალიის, ლიეტუვას, პოლონეთის, პორტუგალიისა და რუმინეთის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.

ქალთა ტურნირში ბელგიის, ჩეხეთის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ირლანდიის, იტალიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, შვედეთისა და თურქეთის ნაკრებები ითამაშებენ.

კრაკოვი ევროპულ თამაშებს 21 ივნისიდან 2 ივლისამდე მასპინძლობს, 7-კაცა რაგბის თამაშები კი 25-27 ივნისს გაიმართება

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
„დეპრესია მჭამს, ვინმე დამეხმარეთ“ - ვეტერანი ბორჯღალოსანი დახმარებას ითხოვს
„დეპრესია მჭამს, ვინმე დამეხმარეთ“ - ვეტერანი ბორჯღალოსანი დახმარებას ითხოვს