ლიონელ მესი
Aa
Aa

“ეს ყველაფერი მენატრება“ - მესი კატარში გატარებულ დღეებზე

კატარის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ზუსტად 1 თვე გავიდა. ლეო მესიმ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის გულშემატკივრებს თავის ემოციებს უზიარებს.

რას წერს მესი?

„ცხადია ჩემპიონობა ყველაფერს ალამაზებს. როგორი ლამაზი 1 თვე მქონდა. რამდენი ლამაზი და დიდებული მომენტი დამიგროვდა. ეს ყველაფერი მენატრება. ასევე, ჩემი თანაგუნდელებიც მენატრებიან. მათთან ერთად ვარჯიში, საუბრები, სიურპრიზები, რაც ჩვენ გავაკეთეთ და ყოველდღიურობა.“

View this post on Instagram

A post shared by Leo Messi (@leomessi)

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი საუდის არაბეთთან მარცხით დაიწყო და გულშემატკივრების უმეტესობამ ჩათვალა, რომ „ალბისელესტეს“ მუნდიალის მოგება არ შეეძლო.

საბოლოო ჯამში სკალონის გაწვრთნილმა ნაკრებმა შესანიშნავად ითამაშა და დამსახურებული ჩემპიონი გახდა. არგენტინამ ფინალში საფრანგეთის ნაკრები მძიმე ბრძოლაში, პენალტების სერიაში დაამარცხა. 120 წუთი კი 3:3 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ეპოქა სრულდება? პერესი რეალის დატოვებას 2025 წელს აპირებს
ეპოქა სრულდება? პერესი რეალის დატოვებას 2025 წელს აპირებს