რაფაელ ნადალი
Aa
Aa

დიდი სენსაცია - რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა

ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი, რაფაელ ნადალი ტიტულის დასაცავად ბრძოლას გამოეთიშა. ესპანელი ჩოგბურთელი მეორე წრეში დამარცხდა და ამერიკელ მაკენზი მაკდონალდთან სამ სეტში წააგო - 4:6, 4:6, 5:7.

ნადალმა პირველი სეტი ცუდად დაიწყო და საწყისი 5 გეიმიდან 4 დათმო. 1:4-ზე რაფამ ბრეიკი შეასრულა, თუმცა ეს მისი მაქსიმუმი აღმოჩნდა და პირველი პარტია ამერიკელს დარჩა. მეორე სეტში, რაფამ ტრავმა მიიღო, რამაც საკუთარი მაქსიმუმის ჩვენებაში ხელი შეუშალა. დაზიანების მიუხედავად, ნადალმა ბოლომდე იბრძოლა და შესანიშნავი ჩოგბურთი აჩვენა, მაგრამ სასურველი შედეგი მაინც ვერ დააფიქსირა.

2016 წლის ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ნადალი დიდი სლემის ტურნირს მეორე წრეში დაემშვიდობა. 2016 წელს, რაფა ტიტულისთვის ბრძოლას პირველ წრეში გამოეთიშა. როგორც გითხარით, მელბურნში იგი ტიტულს იცავდა და მარცხის გამო 1955 ქულას დაკარგავს და ტოპ 5-ს დაემშვიდობება.

ცნობისთვის, მაკდონალდის მომდევნო მეტოქე დღეს გაირკვევა. ამერიკელი ჩოგბურთელი სვრცინასა და ნიშიოკას შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ძალიან დიდი იმედგაცრუებაა“ - სპალეტი კრემონეზესთან მარცხზე
„ეს ძალიან დიდი იმედგაცრუებაა“ - სპალეტი კრემონეზესთან მარცხზე