ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„კარგი 6 თვე ჰქონდა“ - რას წერს ფრანგული გამოცემა ზურიკოზე

ფრანგულმა გამოცემამ, Francebleu-მ „ბორდოს“ ფეხბურთელთა შეფასებები შემოგვთავაზა და სეზონის პირველ ნახევარში, მათ მიერ ნაჩვენებ ასპარეზობაზე დაწერა. Francebleu-ს ყურადღების ცენტრში ზურიკო დავითაშვილიც მოექცა და ქართველი შემტევის მთავარი პრობლემა დაასახელა.

„დავითაშვილს კარგი 6 თვე ჰქონდა და იგი იმ დონეზეა, რომელიც მისგან იყო მოსალოდნელი. ზურიკო არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია, მაღალი კლასი აჩვენოს, თუმცა მისი პრობლემა ისაა, რომ საკმარისად გადამწყვეტი არაა (მხოლოდ 3 გოლი და 1 ასისტი აქვს)“.

რას ამბობს ბორდოს მფლობელი ზურიკოზე

„ტრანსფერებს რაც შეხება, აღზევება გვინდა და უნდა გავრისკოთ. გამომდინარე აქედან, არ დაველოდებით, გუნდს ვინ დატოვებს და ახალ ფეხბურთელებზე გადავერთვებით. ვფიქრობ, მოვძებნით მოთამაშეებს, რომლებსაც ზურიკოს მსგავსი სტილი ექნებათ. მხოლოდ საფეხბურთო პროფილზე არ მაქვს საუბარი. ვგულისხმობ ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებიც ჩვენთან სხვა ჩემპიონატებიდან გადმოვლენ“.

ცნობისთვის, 19 ტურის შემდეგ, „ბორდოს“ 33 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციას იკავებს. ზურიკოს გუნდის მთავარი კონკურენტი მიქაუტაძის „მეცია“. გიორგისა და კომპანიას 31 ქულა აქვთ და მე-3 ადგილზე არიან. „ბორდო“ მომდევნო შეხვედრას 28 იანვარს, „დიჟონის“ წინააღმდეგ გამართავს, „მეცი“ კი იმავე დღეს „ვალანსიენს“ გაეჯიბრება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი კრემონეზესთან დამარცხდა და იტალიის თასს დაემშვიდობა
ნაპოლი კრემონეზესთან დამარცხდა და იტალიის თასს დაემშვიდობა