„ინტერი“ იმბულას შესაძენად იბრძვის
Aa
Aa
19 ივნისი 2015  |  14:32

„ინტერი“ იმბულას შესაძენად იბრძვის

როგორც „RMC“ იუწყება, მილანის „ინტერი“, მარსელის „ოლიმპიკის“ მცველ, ჯანელ იმბულას შეიძენს. აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, „ნერიაძურის“ ხელმძღვანელებმა, ფეხბურთელის სანაცვლოდ ფრანგულ კლუბს 18 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა „მარსელი“ მცველს 20 მილიონად აფასებს. გუნდები მოლაპარაკებების მაგიდას კიდევ ერთხელ მისხდებიან და სავარაუდოდ ტრანსფერიც უახლოეს მომავალში განხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები