„ბევრი ხარვეზი გამოჩნდა“ - ანჩელოტი ელ კლასიკოს შემდეგ
ესპანეთის სუპერთასის ფინალში მადრიდის „რეალი“ კატალონიის „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ წაგების მიზეზებზე ისაუბრა.
რა თქვა ანჩელოტიმ:
ვფიქრობ, ამ თამაშიდან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ. ახლა გუნდისთვის რთული მომენტია, მაგრამ ესაა და ეს, ამას გადავიტანთ.
ამ თამაშამდეც ცნობილი იყო, რომ გუნდი საუკეთესო ფორმაში არაა. კარგი ისაა, რომ დღევანდელმა მატჩმა ხარვეზები დაგვანახა, რომელიც უნდა გამოვასწოროთ. ჩვენ დავბრუნდებით. ახლა კი თქვენც, ჩვენთან ერთად შემდეგი მატჩისთვის უნდა მოემზადოთ.
თამაშის სტარტზე თანაბარი მატჩი იყო, თუმცა პირველი გოლი „ბარსელონამ“ გაიტანა და საკუთარი შესაძლებლობების უფრო მეტად ირწმუნა. ჩვენ კი გუნდურად თამაში გვჭირდებოდა. შეცდომების გამოსწორებაზე ვიმუშავებთ და ამას ფეხბურთლებსაც ვაჩვენებთ.
„ვალენსიას“ წინააღმდეგ დაცვაში კარგი ელემენტები ვაჩვენეთ, მაგრამ დღეს ისევ დავუშვით შეცდომები, ამაზე უნდა ვიმუშოთ.
შეგახსენებთ, რომ ისტორიის განმავლობაში „ბარსელონამ“ მეთოთხმეტედ შეძლო ესპანეთის სუპერ თასის მოგება.