გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

„ბედნიერი და მოტივირებული ვარ“ - გოჩოლეიშვილის პირველი კომენტარი შახტარში გადასვლის შემდეგ

დონეცკის „შახტარმა“ გიორგი გოჩოლეიშვილი წარადგინა. ქართველმა ფეხბურთელმა უკრაინულ კლუბში ოფიციალურად გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და „მეშახტეებს“ მისდამი გამოცხადებული ნდობის გამო, მადლობა გადაუხადა.

პირველი შთაბეჭდილებები

„პირველ რიგში, დიდი მადლობა, რომ შანსი მომეცით, ამ კლუბში გადმოვსულიყავი. ძალიან გახარებული და მოტივირებული ვარ. პირველი შთაბეჭდილება, რაც ტრანსფერის შემდეგ დამრჩა იყო ის, რომ კლუბში მომუშავე ყველა ადამიანმა თბილად მიმიღო და ამან ძალიან გამახარა. უბედნიერესი ვარ“!

როდის და როგორ გაიგო შახტარის ინტერესზე და რა ემოციები დაეუფლა, როცა პირველად ამაზე შეიტყო

„აგენტისგან გავიგე, რომ შახტარი ჩემით ინტერესდებოდა და ეს ინფორმაცია მაშინვე ჩემს მეუღლეს გავუზიარე. ძალიან ბედნიერები ვიყავით. შემდეგ ვიდეოზარით დარიო სრნას ვესაუბრე და როცა მითხრეს, რომ შახტარი ჩემი ტრანსფერით სერიოზულად იყო დაინტერესებული, იმდენად მოტივირებული გავხდი, რომ ბევრი არ მიფიქრია და კლუბს თანხმობა შევუთვალე“.

დარიო სრნა შახტარის ყოფილი მარჯვენა მცველი იყო და ამაზე რას გრძნობს

„შახტარისა და მისი ლეგენდის, დარიო სრნას ისტორია ვიცი. მან უმაღლეს დონეზე დიდი ხნის განმავლობაში ითამაშა და ეს ჩემი შთაგონების წყაროა. ვხვდები, რომ მოლოდინები და ავანსები, რომლებიც ამ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელის მისამართითაა გაცემული, უნდა გავამართლო“.

ამბიციები და მიზნები ფეხბურთში

„ვიცი, რომ შახტარი ამბიციური კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს და ყოველთვის უმაღლეს მიზნებს ისახავს. მინდა, ამ გუნდის ნაწილი გავხდე და მასთან ერთად, წარმატებას მივაღწიო“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გოჩოლეიშვილი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 2020 წლის სეზონიდან თამაშობდა. საერთო ჯამში, 21 წლის ფეხბურთელმა „საბურთალოს“ შემადგენლობაში 86 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე თვიდან „შახტარის“ ფეხბურთელია, გუნდთან ერთად სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადება დაიწყო.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხაბიბის გეგმები - ქართველი მოჭიდავეების მეტოქეები არწივის მოწაფეები იქნებიან
ხაბიბის გეგმები - ქართველი მოჭიდავეების მეტოქეები არწივის მოწაფეები იქნებიან