გიორგი მამარდაშვილი, იან ობლაკი
Aa
Aa

მამარდა ატლეტიკოს რადარზე - მადრიდელები მას ზაფხულის შემდეგ აკვირდებიან

„ვალენსიას“ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი „ატლეტიკოს“ ყურადღების ცენტრში იმყოფება. COPE-ს ჟურნალისტის, მანოლო ლამას ინფორმაციით, „როხიბლანკო“ „მამარდას“ აქტიურად აკვირდება და მას იან ობლაკის შემცვლელად მოიაზრებს.

მადრიდული კლუბი „ჩეს“ ახალგაზრდა მეკარის პროგრესს თვალს ზაფხულის შემდეგ ადევნებს. მაშინ „როხიბლანკომ“ ობლაკის თაობაზე შესანიშნავი წინადადება მიიღო და სლოვენიელი გოლკიპერის გაშვებაზე ფიქრობდა. ეს რომ მომხდარიყო, „ატლეტიკოს“ მისი შემცვლელი ნაპოვნი ჰყავდა და მამარდაშვილი ნომერ პირველი კანდიდატი გახლდათ.

როგორც ჩანს, ვითარება არ შეცვლილა და „როხიბლანკოს“ ხელმძღვანელები „მამარდას“ თვალს არ აშორებენ. ლამას მიხედვით, მადრიდელთა პრობლემა მათი ფინანსური შესაძლებლობებია, რასაც ობლაკის გასხვისების მცირე ალბათობაც ემატება. ასე რომ, ამ მომენტისთვის, „ატლეტიკოს" ვარიანტი რეალობასთან ახლოს არაა, თუმცა COPE-ს ჟურნალისტი აცხადებს, რომ მადრიდელები ობლაკის შემცვლელად კვლავინდებურად „მამარდას“ განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა გიგანტმა ბოლო შეხვედრა ესპანეთის სუპერ თასზე გამართა და „რეალის“ წინააღმდეგ ბრწყინვალედ იასპარეზა. მამარდაშვილმა „ვალენსია“ გოლს რამდენიმე მომენტში გადაარჩინა, თუმცა პენალტების სერიაში უძლური იყო და „ბლანკოსის“ ფეხბურთელთა ვერც ერთი დარტყმა ვერ მოიგერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი იუვენტუსს თბილისიდან ჩასული 200 ქართველი დაესწრება
ნაპოლი იუვენტუსს თბილისიდან ჩასული 200 ქართველი დაესწრება