ჩესლავ მიხნევიჩი, სტივენ ჯერარდი
Aa
Aa

ჯერარდი პოლონეთის ნაკრებში? - მოლაპარაკება დაწყებულია

2022 წლის დასრულებასთან ერთად ჩესლან მიხნევიჩის კონტრაქტი ამოიწურა. პოლონეთის ფეხბურთის ასოციაციამ მას ხელშეკრულება არ გაუხანგრძლივა და ახლა პოლონეთის ნაკრები მწვრთნელის გარეშეა.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, „არწივები“ სტივენ ჯერარდს დაუკავშირდნენ და სამსახური შესთავაზეს. „ლივერპულის“ ლეგენდარული ყოფილი ფეხბურთელი „ასტონ ვილადან“ გათავისუფლების შემდეგ უგუნდოდ დარჩა და ახლა შანსი აქვს, რომ ბედი სანაკრებო ფეხბურთში სცადოს.

სტივენს შეთავაზება გაუკეთეს და ახლა გადაწყვეტილება მასზეა. წყაროს ცნობით, ჯერარდის გარდა პოლონეთის ნაკრები რობერტო მარტინესსაც განიხილავდა, მაგრამ ესპანელმა პორტუგალია აირჩია.

მწვრთნელთა ჩამონათვალში ასევე ჰარვი რენარდის, ვლადიმირ პეტკოვიჩის და პაულო ბენტუს სახელიც გვხვდება, მაგრამ პრიორიტეტი ჯერარდია.

შეგახსენებთ, რომ ჩესლავ მიხნევიჩი პოლონეთს სათავეში 2021 წლის დეკემბერში ჩაუდგა და მისი ნაკრები კატარში გამართული მუნდიალის მერვედფინალში გაიყვანა, სადაც საფრანგეთთან 1:3 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზაფხულის ცუდი ტრანსფერები - მილანი რთულ მდგომარეობაშია და ისჯება
ზაფხულის ცუდი ტრანსფერები - მილანი რთულ მდგომარეობაშია და ისჯება