ანდრეა პირლო
Aa
Aa

პირლო ბელგიის ნაკრების გაწვრთნის მთავარი კანდიდატია

რობერტო მარტინესის წასვლის შემდეგ, ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის გარეშეა. ბელგიური გამოცემები ამ საკითხზე ბევრს წერენ. დღეს კი მეტად საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

Sportmediaset ინფორმაციით, ბელგიას კანდიდატების შემოკლებული სია აქვს, სადაც სათავეში ლეგენდარული ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად თურქული „ფატიჰ კარაგრიუმრიუკის“ მწვრთნელი ანდრეა პირლო გვხვდება.

წყაროს ცნობით, მარტინესის შემცვლელად სწორედ პირლო განიხილება და ბელგიის ფეხბურთის ფედერაცია მის დაყოლიებას აქტიურობას ცდილობს. მოლაპარაკებაში ასევე ჩართულია ტიერი ანრი, რომელიც რობერტო მარტინესის ასისტენტი იყო და თუ პირლო მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ფრანგი ყოფილი ფეხბურთელი მასთანაც იმუშავებს.

Sportmediaset წერს, რომ ფედერაციის ამ გადაწყვეტილებას მხარს ტობი ალდერვაირელდი და რომელუ ლუკაკუ უჭერენ. ისინი პირლოს დანიშვnას სიტუაციიდან გამოსავალს ეძახიან.

შეგახსენებთ, რომ პირლო თურქულ კლუბში 2022 წლის ივნისში დაინიშნა. ანდრეა „ფატიჰ კარაგრიუმრიუკს“ 19-ჯერ გაუძღვა, საიდანაც 7 მატჩი მოიგო, 7 წააგო და 5 ფრედ დაასრულა.v

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სნეიდერი ვეგჰორსტზე: „პრემიერ ლიგაში მისნაირი 300 ფეხბურთელი თამაშობს“
სნეიდერი ვეგჰორსტზე: „პრემიერ ლიგაში მისნაირი 300 ფეხბურთელი თამაშობს“