კარიმ ბენზემა, უგო ლორისი, საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

„ეს სრული სიცრუეა“ - ლორისმა ბენზემაზე ისაუბრა

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, უგო ლორისმა ეროვნული გუნდის დატოვების შემდეგ ინტერვიუ L'Equipe-ს ჩაწერა და კარიმ ბენზემას შესახებაც ისაუბრა.

მსოფლიო ჩემპიონატის დროს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის და ანტუან გრიზმანი ნაკრებიდან კარიმ ბენზემას მოკვეთის მომხრეები იყვნენ, ლორისმა აბსურდული უწოდა.

რას ამბობს უგო ლორისი:

როდესაც ბენზემა კატარიდან გაემგზავრა ყველა გაკვირვებულნი ვიყავით. საღამოს ვარჯიშზე მან ტრავმა მიიღო და პროცესი ნაადრევად დატოვა. როცა დავიძინეთ და მეორე დღეს გავიღვიძეთ, დილით გვითხრეს, რომ კარიმი წავიდა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა.

ეს სამედიცინო საკითხი იყო და ამის შესახებ ფეხბურთელებმა დილით გავიგეთ. შემდეგ კი ყოველდღიურად მედიაში სისულელეები იწერებოდა. სანამ წავიდოდა ძალიან კარგი ატმოსფერო იყო. შემდეგ კი ზოგადი ფონის გათვალისწინებით გუნდში სიტუაცია ცოტა გამძაფრდა კიდეც, თუმცა ეს მარტივად გადავიტანეთ. ბუნებრივია, გვირჩევნია, რომ გუნდში ოქროს ბურთის მფლობელი გვყავდეს.

როცა ამბობენ, რომ ჩვენ დაჟინებით მოვითხოვდით გუნდიდან მის წასვლას, ეს სრული სიცრუეა. არც კი მესმის, საიდან მოდის ეს ინფორმაცია. 18 თვის განმავლობაში ის გუნდში ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო და ერთა ლიგის მოგებაში დაგვეხმარა. მისი დაბრუნება მხოლოდ სასიკეთოდ აისახა.

ძალიან უსამართლოა იმის თქმა, რომ რომელიმე ჩვენგანს მისი წასვლა სურდა. ეს როდის და როგორ უნდა გაგვეკეთებინა? როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება, გუნდშიც მხოლოდ საუკეთესოები გინდა. რა შევძელით მისი ტრავმის შემდეგ? ზოგადად, გუნდი ყველა ტრავმას მომზადებული ხვდებოდა, ასე იყო ლუკა ერნანდესის ტრავმის შემდეგაც. კარიმის ტრავმისგან გამოწვეული პრობლემებიც მოვაგვარეთ. ჩვენ ყველა გარემოებასთან შეგვეძლო ადაპტირება.

შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემამ ტრავმა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 1 კვირით ადრე მიიღო, რის გამოც მუნდიალის გამოტოვება მოუწია. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგი ფეხბურთელის დაზიანება რთული არ იყო და ის გუნდის დახმარებას ფლეი-ოფის მატჩებში შეძლებდა.

საბოლოოდ, საფრანგეთმა ბენზემას გარეშე ფინალში გასვლა შეძლო და საჩემპიონო მატჩში არგენტინის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: “2023 წელს განსხვავებულ ბენზემას ვიხილავთ“
ანჩელოტი: “2023 წელს განსხვავებულ ბენზემას ვიხილავთ“