მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძე: „ჩვენი შეცდომებისგან ვსწავლობთ და ეს იმედს მაძლევს“

საფრანგეთის თასზე „ლიონმა“ „მეცი“ 2:1 დაამარცხა. სტუმართა სასტარტოში გიორგი მიქაუტაძემ ითამაშა, რომელიც 61-ე წუთზე შეცვალეს. ამ მატჩთან და ზოგადად მიმდინარე სეზონთან დაკავშირებით 22 წლის თავდამსხმელმა ფრანგულ მედიასთან ისაუბრა.

გიორგი მიქაუტაძე:„ჩვენი შეცდომებისგან ვსწავლობთ. მიმდინარე სეზონში იყო თამაშები, როცა უპირატესობას ვფლობდით და გოლიც გავიტანეთ, მაგალითად „ლავალისთან“ შეხვედრაში, თუმცა 3 ქულა ვერ მოვიპოვეთ. ახლა, ვსწავლობთ და ვცდილობთ რაღაცები გამოვასწოროთ. „ლიონთან“ მატჩშიც დავმარცხდით, მაგრამ ის მაძლევს იმედს და ის მამხნევებს, რომ კარგი რაღაცეები შევასრულეთ, ჩვენს თამაშში პოზიტიური მომენტები იყო. ასე უნდა გავაგრძელოთ და ახლა ფოკუსირება „ნიმისთან“ შეხვედრაზე უნდა მოვახდინოთ“.

ლიგა 2-ის მე-18 ტურში „ნიმისა“ და „მეცის“ შეხვედრა 10 იანვარს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

გიორგი მიქაუტაძე „ლიონის“ აკადემიაში ირიცხებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ „ლიონში“ ჩასვლა მოუწია, მან ყოფილ გუნდზეც ისაუბრა:

„მე ლიონიდან ვარ, ჩემი ყველა ოჯახის წევრი და ბევრი ჩემი მეგობარი ამ ქალაქიდანაა. „ლიონის ოლიმპიკიდან“ მოვდივარ. ბედნიერება მომგვარა, რომ ჩემი ყოფილი მწვრთნელები და ექს-თანაგუნდელები ვნახე. ამის გამო, წნეხი არ მქონია. ეს ისეთივე შეხვედრა იყო, როგორიც ნებისმიერი სხვა. ვფიქრობ, ნორმალური შეხვედრა გამოვიდა“.

22 წლის ქართველი ფორვარდი „ლიონის“ აკადემიაშ 2008-15 წლებში ირიცხებოდა, თუმცა შემდეგ მისი გუნდიდან გაშვება გადაწყვიტეს. მიქაუტაძეს „ლიონში“ გატარებული პერიოდი მხოლოდ დადებითი კუთხით არ უნდა ახსოვდეს, რადგან 2015 წელს „ლიონიდან“ „სენტ-პრისტში“ გადასვლა მოუწია. 2018 წლიდან „მეცის“ ფეხბურთელია, 2020-22 წლებში ბელგიურ „სერენში“ იჯარით თამაშობდა, მიმდინარე სეზონში „მეცის“ პირველ გუნდში რეგულარულად თამაშობს, ლიგა 2-ის 16 მატჩში 7 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაკარიძე პორტუგალიაში ბრუნდება? - მას მეტი სათამაშო დრო სურს
მაკარიძე პორტუგალიაში ბრუნდება? - მას მეტი სათამაშო დრო სურს