ბოლონია კონკურენტთან დამარცხდა - შენგელიამ მხოლოდ 4 ქულა ჩააგდო
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-14 ტურში „ტორტონამ“ შინ უშუალო კონკურენტი „ვირტუს ბოლონია“ 89:81 დაამარცხა.
სტუმართა სასტარტო ხუთეულში თორნიკე შენგელიამ იასპარეზა. ქართველმა პარკეტზე 24 წუთი გაატარა. მის აქტივში 4 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასია. თორნიკემ 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანის ჩაგდების მცდელობა ერთხელ ჰქონდა, თუმცა სიზუსტე დააკლდა. ასევე, ვერ გამოიყენა ერთი საჯარიმო.
16-გუნდიან საკალათბურთო ჩემპიონატში „ოლიმპია მილანო“ და „ვირტუს ბოლონია“ 22-22 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობენ, თუმცა „ოლიმპია მილანოს“ მე-14 ტურის შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებია, გამარჯვების შემთხვევაში ბოლონიურ გუნდს ქულებით გაასწრებს. მესამე პოზიციას „ტორტონა“ 20 ქულით იკავებს.
მიმდინარე სეზონის იტალიის ჩემპიონატში „ვირტუს ბოლონიამ“ 14-დან 3 მატჩი დათმო. მე-15 ტურში „ვენეციას“ უმასპინძლებს. ეს შეხვედრა 15 იანვარს გაიმართება.