ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

“როდესაც აქებდით, თავშეკავებისკენ მოგიწოდებდით“ - სპალეტი ხვიჩაზე

სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლი“ „სამპდორიას“ დაუპირისპირდება. მატჩის წინ, „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

სპალეტი:

„ყველა მატჩს საუკეთესოდ ვერ ვითამაშებთ, მაგრამ უნდა ვეცადოთ გავაკეთოთ ის, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ. ჩემი გუნდისგან გაცილებით მეტს ველოდები. კვარაცხელიას ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში. როდესაც ის ცენტრისკენ შედის ორმაგად სასარგებლოა. ხვიჩა უმაღლესი დონის ფეხბურთელია.

ვფიქრობ, მას „ინტერთან“ ცუდად არ უთამაშია. ის კარზე არის დაგეშილი და გამუდმებით სივრცეებს ეძებს. ვოცნებობ და ველოდები, თუ როდის აღიდგენს ძველ ფორმას, რადგან ის ვარჯიშზე აკეთებს იმას, რასაც უკვე მიგვაჩვია. თავდაჯერებულები ვართ.

ხვიჩას კრიტიკოებს ვეტყვი, რომ პირველი ყოველთვის მე დავიცავ. როდესაც მას აქებდით მე თავშეკავებისკენ მოგიწოდებდით, რადგან ნებისმიერ მაღალი დონის ფეხბურთელს შეიძლება ამის გამო პრობლემა შეექმნას. როდესაც რაღაც არ გამოსდის ყველას ყურადღების ცენტრში ექცევა და იწყება აზრს მოკლებული კრიტიკა. ასე არ შეიძლება.“

შეგახსენებთ, რომ იტალიური მედიის ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტი „სამპდორიასთან“ ქართველი ფეხბურთელის ძირითად შემადგენლობაში დაყენებას არ აპირებს. ამის მიზეზი ტრავმა არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ ხვიჩას არაფერი აწუხებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ იტალიელი მწვრთნელი მას „იუვენტუსისთვის“ ასვენებს. „ნაპოლისა“ და „სამპდორიას“ დაპირისპირება 8 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
IFFHS - 2022 წლის საუკეთესო მეკარე კურტუა გახდა
IFFHS - 2022 წლის საუკეთესო მეკარე კურტუა გახდა