კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი
Aa
Aa

„რონალდუსნაირი კონტრაქტის გამო, მესი მსოფლიო ჩემპიონობაზე უარს იტყოდა“ - ესპანელი ჟურნალისტი

ესპანელი ჟურნალისტი, ედუ აგირე საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცა და იგი სოციალურ ქსელებში ფეხბურთის ძალიან ბევრმა ქომაგმა გააკრიტიკა. ამიზ მიზეზი აგირეს სკანდალური განცხადებაა, რომელიც კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის უკავშირდება.

„მესი მსოფლიო ჩემპიონობაზე მომენტალურად იტყოდა უარს, რათა რონალდუსნაირი კონტრაქტი მიეღო, რომელიც კრიშტიანუმ ალ-ნასრისთან გააფორმა. საუბარი გვაქვს ხელშეკრულებაზე, რომელიც ნახევარ მილიარდამდე აღწევს და ლეოც თავის მომავალზე დაფიქრდებოდა“.

ცნობისთვის, უცხოური პრესის მიხედვით, კრიშტიანუ „ალ-ნასრის“ რიგებში 2 სეზონის განმავლობაში ითამაშებს, შემდეგ კი საპატიო ელჩის სტატუსს მოირგებს. პორტუგალიელის კონტრაქტი 7 წელიწადზეა გათვლილი და ფეხბურთელის რანგში, მისი ანაზღაურება სეზონში 75 მილიონი იქნება, თუმცა, ბონუსებით ეს თანხა 200-მდე ავა.

შეგახსენებთ, რომ „ალ ნასრის“ თავკაცი რუდი გარსიაა, კლუბის რიგებში კი დავიდ ოსპინა და ალვარო გონსალესი ასპარეზობენ. რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთის სამეფო ოჯახს სურს, ადგილობრივ ჩემპიონატში ლიონელ მესიც იხილოს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ეს კატასტროფა არაა“ - არიგო საკიმ ხვიჩასა და ნაპოლიზე ისაუბრა
„ეს კატასტროფა არაა“ - არიგო საკიმ ხვიჩასა და ნაპოლიზე ისაუბრა