მაგარი ამბავი - დამარ ჰამლინი სიკვდილს გადაურჩა
Aa
Aa

მაგარი ამბავი - დამარ ჰამლინი სიკვდილს გადაურჩა

„ბუფალო ბილსის“ მოთამაშის, დამარ ჰამლინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ამ უკანასკნელს გასულ უქმეებზე გამართული შეხვედრისას, გულის შეტევა დაემართა და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდა და პროგრესს მიაღწია.

The New York Times-ის ინფორმაციით, დამარი კომაში აღარაა და ექიმებთან კომუნიკაცია შეუძლია. იგი ამას საწერი დაფით ახერხებს და კომიდან გამოსვლის შემდეგ, პირველი, რაც იკითხა, მატჩის გამარჯვებულის ვინაობა იყო. „დიახ, შენ გაიმარჯვე. შენ სიკვდილ-სიცოცხლის თამაშში გაიმარჯვე“, - ასეთი იყო სამედიცინო პერსონალის პასუხი.

Bleacher Report-ის ცნობით, ჰამლინის გადარჩენაში უდიდესი წვლილი „ბილსის“ ექიმებმა შეიტანეს, რომლებმაც მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და მოედანზე ხელოვნურ სუნთქვას დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში უტარებდნენ. ამჟამინდელი მონაცემებით, მოვლენების საუკეთესოდ განვითარების შემთხვევაში, ჰამლინი თამაშს დაუბრუნდება და ის იქნება, ვინც იმ ურთულეს დღემდე იყო.

შეგახსენებთ, რომ ჰამლინი 24 წლისაა და NFL-ის დრაფტზე 2021 წელს აირჩიეს. მომხდარის შემდეგ, ამერიკული ფეხბურთის გულშემატკივრებმა მას უდიდესი მხარდაჭერა გამოუცხადეს და მის საქველმოქმედო კამპანიას მილიონობით დოლარი შესწირეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნეაპოლელები ინტერთან მატჩის მსაჯს აკრიტიკებენ - ექს-რეფერი მათ ნაწილობრივ ეთანხმება
ნეაპოლელები ინტერთან მატჩის მსაჯს აკრიტიკებენ - ექს-რეფერი მათ ნაწილობრივ ეთანხმება