ოფიციალურად - ბენუა ბადიაშილე ჩელსის ფეხბურთელია
ლონდონის „ჩელსიმ“ მიზანს მიაღწია და „მონაკოს“ ექს-ფეხბურთელი, ბენუა ბადიაშილე გაიფორმა. „არისტოკრატებმა“ ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს და განცხადება გაავრცელეს, რომლითაც ქომაგებს გარიგების დახურვის შესახებ აუწყეს.
„მოგესალმებით, ჩელსის გულშემატკივრებო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ, ჩელსიში ვიმყოფები და აღფრთოვანებული ვარ, ამ კლუბში თამაშს რომ ვიწყებ. ერთი სული მაქვს, ქომაგებს როდის შევხვდები და მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატში თამაშის საშუალებას როდის მივიღებ“, - განაცხადა ბადიაშილემ.
Take the mic! ????#BonjourBenoit ???????? pic.twitter.com/EpxCjqjiv5
— Chelsea FC (@ChelseaFC) January 5, 2023
„მოხარული ვართ, ბენუა ჩელსიში რომ გადმოვიდა. ის ბრწყინვალე ახალგაზრდაა, რომელმაც კარგი რეპუტაცია სწრაფად დაიმკვიდრა და თავისი ასაკის მიუხედავად, უდიდესი გამოცდილება დააგროვა. დარწმუნებული ვართ, მომდევნო წლების განმავლობაში, იგი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება“, - დასძინა „ჩელსის“ პრეზიდენტმა, ტოდ ბოელიმ.
შეგახსენებთ, რომ ბენუა „მონაკოში“ 2018 წლიდან ასპარეზობდა და საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრებების რეგულარული წევრი იყო. იგი 21 წლის უკანახაზელია და საფრანგეთის ეროვნულ გუნდში 2 მატჩი აქვს ჩატარებული.