გურამ ქუთათელაძე
Aa
Aa

გურამ ქუთათელაძე მოიზესთან ბრძოლას ჩაეხსნა

UFC-ის ქართველი მებრძოლი, გურამ ქუთათელაძე 21 იანვარს, UFC 283-ზე ბრაზილიელ ტიაგო მოიზესთან ბრძოლას ჩაეხსნა. ინფორმაცია თავდაპირველად სააგენტო SportsKeeda-მ გაავრცელა, რომელიც შემდეგ რამდენიმე ჟურნალისტმაც დაადასტურა.

„ქართველი ვიკინგის“ გადაწყვეტილების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ქართულ-ბრაზილიური დუელი რიო დე ჟანეიროში უნდა გამართულიყო. ქუთათელაძის გადაწყვეტილების შემდეგ, UFC-ის პრომოუტერებმა მოიზესისთვის ახალი მეტოქის მოძიება დაიწყეს, თუმცა დიდი შანსია, რომ მოკლე დროში მოწინააღმდეგის პოვნა ვერ მოესწროს და ქარდზე ერთით ნაკლები ბრძოლა შედგეს.

ცნობისთვის, გურამ ქუთათელაძეს MMA-ს ეგიდით ჩატარებულ 15 შეხვედრაში 12 მოგება და 3 მარცხი აქვს. UFC-ში ქართველმა მებრძოლმა ბოლოს 2022 წლის 18 ივნისს იჩხუბა და დამირ ისმაგულოვთან მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბს ორგანიზაციის ვალი ექნებოდა“ - ომალიმ დვალიშვილს დასცინა
„მერაბს ორგანიზაციის ვალი ექნებოდა“ - ომალიმ დვალიშვილს დასცინა