პარი სენ ჟერმენი, კეილორ ნავასი
Aa
Aa

შემოთავაზება მექსიკიდან - ნავასი წასვლაზე ფიქრობს

თუ მაურისიო პოჩეტინოს ხელმძღვანელობის დროს ნავასი და დონარუმა სათამაშო წუთებს იყოფდნენ, კრისტოფერ გალტიეს პერიოდში ყველაფერი შეიცვალა. „პარი სენ ჟერმენის“ მთავარი მეკარე იტალიელი გახდა და კეილორმა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.

რა თქმა უნდა, კოსტა რიკელ კარის დარაჯს შექმნილი სიტუაცია არ მოსწონს. ამ ყველაფერს კი მექსიკის წარმომადგენელი „კლუბ ამერიკა“ აკვირდება და მისი გადაბირება სურს.

Fox Sports-ის ინფორმაციით, მექსიკელები მზად არიან ნავასს გრძელვადიანი კონტრაქტი შესთავაზონ და თუ ის თანახმა იქნება პარიზულ კლუბთან მოლაპარაკებასაც დაიწყებენ.

ამავე წყაროს ცნობით, კეილორი გადაწყვეტილების მიღებას ჯერ არ ჩქარობს და მისი სიტუაციის გაუმჯობესებას დაელოდება. თუ არაფერი შეიცვლება, თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ მექსიკაში გადაბარგებაზე იფიქროს.

შეგახსენებთ, რომ ნავასი „პარი სენ ჟერმენს“ 2019 წელს მადრიდის „რეალიდან“ შეუერთდა და დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 106 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯოკოვიჩი: „იმედი მაქვს, რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები ყველა ტურნირზე ითამაშებენ“
ჯოკოვიჩი: „იმედი მაქვს, რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები ყველა ტურნირზე ითამაშებენ“